დინამო თბილისის 17 და 19 წლამდე გუნდები 10 თებერვლიდან თურქეთში გაივლიან წინასასეზონო შეკრებას. გოჩა ჩიქოვანის და კახა კაკაშვილის გუნდები ანტალიაში წვრთნასთან ერთად ამხანაგურ მატჩებსაც გამართავენ. შეგახსენებთ, რომ დასრულებულ ჩემპიონატში ორივე ასაკობრივმა გუნდმა ოქროს მედლები მოიპოვა.
დღეს კი დინამოს აკადემიის მოედანზე სპარინგ მატჩი საფეხბურთო კლუბ სპაერთან შედგა. დინამოელები პირველ ტაიმში 19 წლამდე შემადგენლობით წარდგნენ მეტოქის წინაშე, მეორე ნახევარში კი 17 წლამდელებმა ითამაშეს. ამხანაგური მატჩი ფრედ 2-2 დასრულდა, გოლები ოსიყმაშვილის და თუთაშვილის ანგარიშზეა.
U19 დინამო: ბერუაშვილი, კვარაცხელია, მაისურაძე, ერაძე, მირზიკაშვილი, ქოჩაკიძე, ოსიყმაშვილი, შალიკაშვილი, ზურებიანი, მორჩილაძე, კონიაშვილი
U17 დინამო: ჯოჯუა, ლაბარტყავა, გაბიტაშვილი, ბაბლუანი, გოგოტიშვილი, აბრამიშვილი, გოგობერიშვილი, სიხარულაშვილი, შიოლაშვილი, გეგიაძე, თუთაშვილი