დასრულებული თურქული შეკრების შემდეგ დინამოელებმა სუპერთასისთვის და მოახლოებული სეზონისთვის მზადება თბილისში განაგრძეს. ჩვენს კლუბთან ხელშეკრულება კიდევ სამმა ახალწვეულმა გააფორმა.
21 წლის ბრაზილიელ შემტევ - პერნამბუკუსთან (ჟოზე ვიტორ როდრიგეს და სილვა დოშ სანტოსი) ერთწლიანი იჯარა გაფორმდა, შემდგომში გამოსყიდვის ექსკლუზიური უფლებით. პერნამბუკუ ბრაზილიური პორტუგეზას აღზრდილია, ხოლო ბოლო პერიოდში საფეხბურთო კლუბ ლვოვის ღირსებას იცავდა.
26 წლის უკრაინელმა ფლანგის მცველმა ივან ტრუბოჩკინმა დინამოსთან ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. უკრაინელი ფეხბურთელი დინამო კიევის აღზრდილია, სხვადასხვა დროს კი შვედური უმეას, კიევის არსენალის, ჩერნომორეცის და დონეცკის ოლიმპიკის ღირსებას იცავდა.
20 წლის ფორვარდმა თორნიკე ახვლედიანმა დედაქალაქურ კლუბთან კონტრაქტი 3 წლით გააფორმა. თორნიკემ კარიერა გაგრაში დაიწყო, შემდეგ ესპანურ ლეგანსეში გამოდიოდა, ბოლო ნახევარი სეზონი კი ზესტაფონის შემადგენლობაში გაატარა.