• Geo
  • Eng
29.02.2012
ვარჯიში დიღმის ბაზაზე

დიღმის საწვრთნელ ბაზაზე გამართულ დღევანდელ წვრთნაში დუბლშემადგენლობის ფეხბურთელებმაც მიიღეს მონაწილეობა. დინამოს პირველ გუნდთან ერთად ივარჯიშეს სანდრო რეხვიაშვილმა, ნიკა სანდოხაძემ და გია ნიკვაშვილმა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გუნდთან ერთად სრული დატვირთვით  ივარჯიშა გიორგი რეხვიაშვილმა, რომელსაც ტრავმის გამო საკმაო დრო გაუცდა. გიორგი დევდარიანის განკარგულებაში იყო ასევე გიორგი გველესიანიც, რომელიც დინამოს უბრუნდება და დაცვის ხაზის გაძლიერებას შეეცდება. დღევანდელ წვრთნაში მონაწილეობა არ მიუღიათ ეროვნულ ნაკრებში გამოძახებულ გიორგი ლორიასა და ირაკლი ძარიას. ასევე სხვადასხვა სირთულის ტრავმის გამო არ უვარჯიშიათ ესპანელ ჩისკოს და გუნდის კაპიტანს – ალექსანდრე კოშკაძეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024