• Geo
  • Eng
29.02.2012
რვა დინამოელი საქართველოს 17–წლამდელთა ნაკრებში

საქართველოს 17–წლამდელთა ნაკრები, რომელიც ელიტ–რაუნდისთვის მზადების პროცესს განაგრძობს 5–დან 12 მარტამდე თბილისში, სასტუმრო ბომონდ გარდენში შეიკრიბება. მოსამზადებელ ეტაპზე მოზარდ ჯვაროსანთა რიგებში რვა დინამოელია გამოძახებული – აჩიკო მესხი, ჭიაბერ ჭეჭელაშვილი, გიორგი პაპუნაშვილი, ოთარ კაკაბაძე, გიგა სამხარაძე, თორნიკე მაჭავარიანი, ივანე წილოსანი და ალექსანდრე გურეშიძე თანაგუნდელებთან ერთად ჯერ თბილისურ შეკრებას გაივლიან, შემდეგ კი ლუქსემბურგში (12–16 მარტი) გაემგზავრებიან და ორ სპარინგს გამართავენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024