თურქეთში შეკრებაზე მყოფმა დინამო თბილისის 19 წლამდე შემადგენლობამ მორიგი ამხანაგური მატჩი მოსკოვის სპარტაკთან ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ სპარტაკი შერეული ასაკობრივი შემადგენლობით გამოვიდა და გუნდში უფროსი ასაკის ფეხბურთელებმაც იასპარეზეს. მატჩი დინამოელებმა საკმაოდ მაღალ დონეზე წარმართეს და არაერთი საგოლე სიტუაცია შექმნეს მეტოქის კართან, თუმცა შედეგიანად ამ მომენტებიდან ერთხელ ისარგებლეს - ზუსტად ლაშა კვარაცხელიამ ითამაშა და გახსნა ანგარიში. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდს კიდევ შეეძლო გატანა, მაგრამ მატჩის ბოლოს გოლი მეტოქემ გაიტანა და შეხვედრა საბოლოოდ 1-1 დასრულდა. 21 თებერვალს გოჩა ჩიქოვანის გუნდიც ჩაატარებს ამხანაგურ მატჩს, რომელშიც მოსკოვის დინამოს შეხვდება. მომდევნო დღეს კი დინამოელები სამშობლოში დაბრუნდებიან.
U19 დინამო: კუტალაძე, მაისურაძე, სალუქვაძე, ერაძე, მირზიკაშვილი, გაგნიძე, მორჩილაძე, ზურებიანი, იობაშვილი, აბუაშვილი, აზაროვი
შეცვლაზე შევიდნენ: კვარაცხელია, შალიკაშვილი, ოსიყმაშვილი, ჟივიძე, კონიაშვილი, ქოჩაკიძე