ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) განახლებული საკლუბო რეიტინგი გამოაქვეყნა. მსოფლიოს 400 საუკეთესო კლუბში დინამო თბილისი ერთბაშად თვრამეტი ადგილით დაწინაურდა და 102– ე ადგილზე იმყოფება. შეგახსენებთ, რომ წინა თვის მონაცემებით თბილისელები 120– ე ადგილზე იმყოფებოდნენ.