საქართველოს ნაკრებმა საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში ალბანეთის ნაკრები 2-1 დაამარცხა. მოგეხსენებათ, ნაკრების შემადგენლობაში 2 დინამოელი გახლდათ გამოძახებული. საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში კი 8 ისეთი ფეხბურთელი გამოვიდა, რომლების ჩვენი გუნდის ღირსებას სხვადასხვა პერიოდში იცავდა. ნაკრების ახალი კაპიტანი ზურაბ ხიზანიშვილი 17-18 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერას დინამოში იწყებდა. ალექსანდრე ამისულაშვილმა დინამოში სამი სეზონი გაატარა. გურამ კაშია ორიოდ წლის წინ ჩვენი გუნდის კაპიტანი გახლდათ. ჯაბა კანკავა 2003-04 წლების სეზონში გამოდიოდა, როდესაც დინამო უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა. ლადო დვალიშვილი დინამოში 2004-06 წლებში თამაშობდა, სანდრო კობახიძე კი 18-19 წლის ასაკში გამოდიოდა ჩვენი გუნდის ძირითადში. თარგამაძე, დაუშვილი და ყენია დინამოს აკადემიაში და ჩვენი გუნდის დუბლშემადგენლობაში თამაშობდნენ.