დინამო თბილისის დუბლშემადგენლობის წამყვანი ფეხბურთელი და საქართველოს 19–წლამდელთა ნაკრების კაპიტანი – არჩილ ტვილდიანი დღეს უკვე დინამოს პირველი გუნდის წევრია. მას შემდეგ, რაც ეროვნული ჩემპიონატი ზამთრის პაუზის შემდეგ განახლდა და ჩვენს გუნდს სათავეში გიორგი დევდარიანი ჩაუდგა, არჩილ ტვილდიანმა სამივე შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო. დღეს ჩვენი გუნდის ოფიციალური ვებ–გვერდი არჩილ ტვილდიანს გაესაუბრა.
არჩილ ტვილდიანი – მართალია პირველ გუნდთან ერთად სამ შეხვედრა ჩავატარე, თუმცა ეს ჯერ არაფერს არ ნიშნავს. ჩემთვის დინამოში თამაში დიდი გამოწვევაა. მეცვას დინამოს მაისური – ეს დიდი პატივია, ვეცდები მწვრთნელის ნდობა გავამართლო და გუნდის წარმატებაში ყოველთვის ჩემი წვლილიც შევიტანო. მიუხედავად იმისა, რომ უმაღლეს ლიგაში სხვა ტემპია და ფეხბურთის სხვა ხარისხია, დუბლშემადგენლობათა გათამაშებიდან გადმორთვა არ გამჭირვებია, რამეთუ პირველ გუნდთან ერთად მანამდეც მივარჯიშია და მწვრთნელისგანაც ვიცოდი, თუ რა მოთხოვნების შესრულება მომიწევდა. რაც შეეხება მომდევნო შეხვედრას – გაგრასთან გასამართ მატჩს სატურნირო თვალსაზრისით არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა ასეთი შეხვედრები კარგია იმ მხრივ, რომ მწვრთნელს საშუალება ექნება საქმეში ნახოს ის ფეხბურთელები, რომლებსაც სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა აქვთ.