ჩვენი გუნდის ოქროს თაობის ვეტერანი მცველი – თამაზ კოსტავა 64 წლის გახდა. იგი დინამოს რიგებში 1977 წლიდან 1982 წლამდე ასპარეზობდა და დედაქალაქური გუნდის რიგებში 156 შეხვედრა ჩაატარა. არის 1978 წლის სსრკ– ს ჩემპიონი, 1977 წლის ვიცე ჩემპიონი და 1981 წლის პრიზიორი. ბროლის თასის 1979 წლის გამარჯვებული და 1981 წლის უეფას თასების მფლობელთა თასის მფლობელი. 33 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში ორჯერ იყო დასახელებული. სსრკ- ს ნაკრებში ჩაატარა 4 შეხვედრა და გაიტანა ერთი გოლი. დინამოელები ვულოცავთ თამაზ კოსტავას იუბილეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას.