დინამოელთა გოლები ჩრ. მაკედონიასთან
საქართველოს 19 წლამდე ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში ჩრ. მაკედონიას გაეჯიბრა. ელიტ რაუნდის მზადების ფარგლებში გამართულ შეხვედრას სკოპიემ უმასპინძლა. ახალგაზრდა ჯვაროსნებმა მატჩი თავისი უპირატესობით წარმართეს და საბოლოოდ ბალკანელები დიდი ანგარიშით 5-1 დაამარცხეს. გოლები კაპანაძემ, მოისწრაფიშვილმა, იაკობიძემ, ხარაიშვილმა და აზაროვმა გაიტანეს. რამაზ სვანაძის გუნდი 28 თებერვალს კიდევ ერთ მატჩს ითამაშებს ჩრ. მაკედონიასთან.
ჩრდ. მაკედონია 1-5 საქართველო
საქართველო: ლომიძე, კაპანაძე (70' აწყურელი), კალანდაძე, ჯანგიძე (75' სამსონია), მექვაბიშვილი (75' ნონიკაშვილი), გაგნიძე (70' ლორდთქიფანიძე), გულიაშვილი (70' ლომთაძე), მოისწრაფიშვილი (78' ფარულავა), იაკობიძე (75' ჩიხრაძე), ხარაიშვილი (70' აზაროვი), ჭავჭანიძე