საქართველოს ჩემპიონატის წინასწარი ეტაპის ბოლო ტურში დინამოელებმა ს.კ. გაგრას 2:1 მოუგეს. შეხვედრაში დუბლით გამოიჩინა თავი გიორგი მერებაშვილმა, რომელმაც ბოლო 4 მატჩში, 4 გოლი გაიტანა.
გიორგი მერებაშვილი- მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე აუტსაიდერთა შორის იმყოფება და ძირითადად ახალგაზრდა ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, ძალიან პერსპექტიული და მებრძოლი გუნდია. ყველაფერი ეს თამაშშიც გამოჩნდა. დღევანდელი შეხვედრა ჩვენთვის იმ ფუნქციას ატარებდა, რომ გუნდი უფრო მეტად შეთამაშდეს და იმ ფეხბურთის ჩვენება შევძლოთ, რაც მომავალში, უფრო მნიშვნელოვან შეხვედრებში წარმატებას მოგვიტანს. მადლობა მინდა ვუთხრა გულშემატკივრებს, რომელთა მხარდაჭერასაც მთელი მატჩის მანძილზე ვგრძნობდით. ეს გამარჯვება მათი დამსახურებაც გახლავთ.