უმაღლესი ლიგის მეორე ეტაპის პირველი ტურის შეხვედრა, რომელიც დინამო არენაზე დინამო თბილისსა და გორის დილას შორის უნდა გამართულიყო უამინდობის გამო გადაიდო. შეხვედრა თბილისში თამაშის დაწყებამდე 2-3 საათით ადრე მოსული დიდი თოვლის გამო გადაიდო. მატჩის გადადების გადაწყვეტილება, შეხვედრის დაწყებამდე 30 წუთით ადრე, შეხვედრის მთავარი მსაჯის, დამკვირვებელის, მატჩის დელეგატის და ფეხბურთის ფედერაციის სპეცილური წარმომადგენელების ერთობლივი გადაწყვეტილების შედეგად მოხდა.