• Geo
  • Eng
08.03.2012
გაგრა 1:2 დინამო – მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

დინამო არენაზე დასრულებული შეხვედრის შემდეგ, რომელშიც დინამომ გაგრა დაამარცხა ანგარიშით 2–1, ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია შედგა.

გიორგი დევდარიანი– პირველ რიგში მინდა ავღნიშნო გაგრას პროგრესული ასპარეზობა, რაც დღევანდელ შეხვედრაშიც გამოჩნდა. ჩვენთვის ამ შეხვედრას სატურნირო თვალსაზრისით არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა და ამიტომ ამ მატჩს მოსამზადებელ ეტაპად განვიხილავდით. დღეს იასპარეზა სამი თვის უთამაშებელმა– გიორგი რეხვიაშვილმა. ტრავმის მოშუშების შემდეგ ჩვენ გვაინტერესებდა მისი სათამაშო კონდიციები. ისევ ხარვეზად შიძლება ჩაითვალოს მომენტების გამოუყენებლობა და დღეს რაც გამოჩნდა, ფეხბურთელები ვერ ახერხებდნენ სათანადოდ გადმოწყობას შეტევიდან დაცვაში. ჩვენ ვიმუშავებთ ამაზე და შევეცდებით მაქსიმალურად მალე აღმოვფხვრათ ეს პრობლემები.

ზვიად ჯელაძე– დინამოს ვულოცავ გამარჯვებას. საინტერესო და დრამატული მატჩი გამოდგა. არასასიამოვნო და მძიმეა ბოლო წუთებზე წაგება. ამ ახალგაზრდა ბიჭებისთვის ვფიქრობ დიდი გამოცდა იქნება ქვედა რვა გუნდში ასპარეზობა და ვიმედოვნებ, რომ გაგრა მომავალ სეზონში ისევ უმაღლეს ლიგაში იასპარეზებს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024