ტრადიციული საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი დარასელიას თასი 7- დან 12 აპრილამდე უნდა გამართულიყო, თუმცა მსოფლიოსა და ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული მოვლენების გათვალისწინებით და მონაწილე გუნდებთან კონსულტაციის შედეგად გადაწყდა, რომ ტურნირი აღარ ჩატარდეს და მომავლისთვის გადაიდოს. მონაწილეებმა მომავალში თარიღზე შეთანხმების მზაობა უკვე გამოთქვეს.
ტრადიციულ ტურნირში დინამო თბილისის 15 წლამდე გუნდის გარდა მონაწილეობა მილანს (იტალია), ვალენსიას (ესპანეთი), ფეიენოორდს (ჰოლანდია), ციურიხს (შვეიცარია), კიევის დინამოს (უკრაინა), ალმათის კაირატს (ყაზახეთი) და სფფ- ს აკადემიას უნდა მიეღოთ.