მსოფლიოში და ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, სფფ- ს ეგიდით გამართული ყველა ჩემპიონატის, მათ შორის - კრისტალბეთ ეროვნული ლიგის, ეროვნული ლიგა 2- ის, ლიგა 3- ის, ასევე ასაკობრივი ჩემპიონატების 1 აპრილამდე შეჩერების თაობაზე.