საქართველოს 19- წლამდელთა ნაკრების შეკრებაზე 10 დინამოელი მიიწვიეს. ნაკრები, რომელსაც ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი დევდარიანი თავკაცობდა, ამჟამად კი ოთარ კორღალიძე წვრთნის, 13-18 მარტს შეკრებას თბილისში გაივლის, ხოლო 19-24 მარტს ლარნაკაში, კვიპროსელ თანატოლებთან 2 ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. 19- წლამდელთა ნაკრებში დინამოს წარმოადგენენ: გიორგი პაპავა, ლაშა პარუნაშვილი, ნიკა სანდოხაძე, გიორგი გაგნიძე, ლევან ტყეშელაშვილი, ბუბა რუხაძე, ბუდუ ზივზივაძე, ალექსანდრე რეხვიაშვილი, თედო კაკულია და ნიკა კაჭარავა.