• Geo
  • Eng
09.06.2020
ორკვირიანი იზოლირებული შეკრება დიღმის ბაზაზე

ეროვნული ლიგის მონაწილე კლუბების COVID19- ზე ტესტირების პირველი ეტაპი დასრულდა. სავალდებულო ტესტირების ფარგლებში, სფფ- ს ეგიდით, მატჩის განაცხადში შემავალ ოფიციალურ პირებს ტესტირება ჩაუტარდა და ყველა ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა.

პირველობის განახლებამდე, დინამოელები ორკვირიან იზოლირებულ შეკრებას დიღმის საწვრთნელ ბაზაზე გაივლიან (იზოლირებული შეკრება სავალდებულოა ელიგის კლუბებისთვის). ასევე ჩემპიონატის განახლებამდე განმეორებითი ტესტირება ჩატარდება. ტურნირი კი მესამე ტურიდან, 25 ივნისს საბურთალო - დინამოს მატჩით განახლდება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024