23 აპრილს დინამო თბილისი გორში, საქართველოს თასის ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრას ჩაატარებს დილას წინააღმდეგ.
23 აპრილს დინამოელებმა თავის ისტორიაში 8 ოფიციალური შეხვედრა გამართეს. 5 მოგება, 2 ფრე და ერთი მარცხი. გატანილ–გაშვებულის ბალანსი კი 20/10 თბილისელთა სასარგებლოდ.
1951 წელს თბილისელებმა ფრედ 3:3 იტამაშეს მოსკოვის ვვს– თან. ორი გოლი გაგნიძემ გაიტანა, ერთიც თოდრიამ. 1967 წელს ქუტაისში ტორპედოსთან შეხვედრა დასრულდა 1:1. გოლი მეტრეველის ანგარიშზეა. 1979 წელს დინამომ ტაშკენტის პახტაქორს უმასპინძლა და 4 უპასუხო გოლი გაუტანა. 2 ბურთი გუცაევის ანგარიშზეა, ორიც მინაშვილის. 1988 წელს ბაქოს ნეფთჩიმ 1:0 აჯობა დინამოს.
1999 წელს თბილისური დერბი ვიტ ჯორჯიას წინააღმდეგ 3:2 დამთავრდა. წიტაიშვილის ერთ გოლს, ალექსიძემ დუბლი მიახმარა. 2003 წელს დინამომ ბოლნისში ადგილობრივი სიონი დაამარცხა 2:1. ბურდული და დარასელია– შედეგიანი დარტყმის ავტორები. ხუთი წლის შემდეგ დინამომ ახალციხის მესხეთს ერთის წილ ხუთი გოლი გაუტანა. აკირემმა ჰეთ–თრიქი შეასრულა. თითო გოლი ვაწაძის და სპასოევიჩის ანგარიშზეა. 2011 წელს ზუგდიდში ბაიასთან იმარჯვა ჩვენმა გუნდმა 2:1. ორივე გოლი კვარაცხელიას ანგარიშზეა.