• Geo
  • Eng
01.04.2024
მეორე გუნდის და 19 წლამდელთა მარცხი

წარმატებული სტარტისა და დაგროვილი ქულების შემდეგ პირველი მარცხი განიცადეს დინამოს მეორე შემადგენლობამ და 19 წლამდე გუნდმა.

 

საგარეჯოს ცენტრალურ სტადიონზე ვალერი გაგუას გუნდს გარეჯმა უმასპინძლა და 3-0 აჯობა დინამოს. მასპინძლები ლევან პაპავას ადრეული გოლით დაწინაურდნენ და მთელი შეხვედრა მინიმალური ანგარიშით მიჰყავდათ. დედაქალაქელებს რამდენჯერმე შეეძლოთ ანგარიშის გათანაბრება, საბოლოოდ კი 90-ე და მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე ბადრი გოგობერიშვილმა და ვალერი ოლხოვმა გაიტანეს გოლები და შეხვედრაც მასპინძლეთა სასარგებლოდ დასრულდა. მომდევნო შეხვედრას დინამოელები 6 აპრილს აკადემიის მოედანზე გამართავენ და სპაერს უმასპინძლებენ.

 

მატჩის ოქმი

 

19 წლამდე ლიგაში დედაქალაქური დერბი გაიმართა, რომელშიც დინამომ ლოკომოტივი მიიღო. მატჩი სტუმრებმა 2-1 მოიგეს. თურქიას და სანაიას გოლებს დინამომ ნაჭყებიას გოლით უპასუხა. ვასილ გეგუჩაძის გუნდი 6 აპრილს ბათუმში, ადგილობრივ დინამოს შეხვდება.

 

დინამო: საური, პატარკაციშვილი, შაშიაშვილი, ქელდიშვილი, ხუციშვილი, ბურდიაშვილი, საჯაია, ელისაშვილი, ნაჭყებია, ტკალია, ოდიკაძე

სათადარიგო სკამი: გლუნჩაძე, დანელია, ჩიქოვანი, კაპანაძე, ჩხარტიშვილი, ქართველიშვილი, დიაკონიძე

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024