საქართველოს 16 წლამდე ნაკრები შეიკრიბა და მალტაზე გასამართი UEFA Development Cup-ისთვის ემზადება, რომელიც 2 აპრილიდან 8 აპრილის ჩათვლით ჩატარდება.
დინამო თბილისიდან აღნიშნულ ტურნირზე სათამაშოთ 10 ფეხბურთელია გამოძახებული: მათე ჭელიძე, ლუკა ციკოლია, ანდრია ნიჟარაძე, ანდრია ბართიშვილი, კობა კაკაშვილი, საბა ხოფერია, ალბერტ მადოიანი, ლუკა ჯაბუა, გიორგი ლომიძე და სანდრო მიქაუტაძე.
3 აპრილს საქართველო ლიხტენშტეინს შეხვდება, 5 აპრილს ანდორა საქართველო გაიმართება, ხოლო 8 აპრილს ჩვენი გუნდი მალტას დაუპირისპირდება.