დუბლშემადგენლობათა გათამაშების მესამე წრის პირველი ორი ტურის შეხვედრა, რომელიც დინამო თბილისს ბოლნისის სიონთან და ზუგდიდის ბაიასთან უნდა ჩაეტარებინა სამომავლოდ გადაიდო. მატჩების გადადების მიზეზი დინამოს ფეხბურთელების სანაკრებო შეკრება გახლავთ. დინამოს დუბლშემადგენლობათა რიგებიდან სანაკრებო შეკრებაზე ათი ფეხბურთელი იმყოფება – გიორგი პაპავა, ლაშა პარუნაშვილი, ნიკა სანდოხაძე, გიორგი გაგნიძე, ლევან ტყეშელაშვილი, ბუბა რუხაძე, ბუდუ ზივზივაძე, ალექსანდრე რეხვიაშვილი, თედო კაკულია და ნიკა კაჭარავა.