• Geo
  • Eng
16.03.2012
დინამო 2:2 მერანი - მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

დინამო არენაზე გამართული დინამო 2:2 მერანის დასრულების შემდეგ, ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გაიმართა.

არჩილ ჩხაბერიძე - რაც შეეხება თამაშს, შეხვედრა სანახაობრივი თვალსაზრისით ძალიან კარგი გამოდგა. თავიდანვე ისეთი სტრატეგია ავირჩიეთ, რომ უფრო მეტი დროის გატარებას ვაპირებდით შეტევაში. მაშინ, როდესაც ორი ბურთით ვაგებდით, მსაჯმა მეტოქე გუნდის ფეხბურთელი გააძევა - ჩვენ კი რიცხობრივი უპირატესობა შესანიშნავად გამოვიყენეთ. შეტევათა დამაგვირგვინებელ ფაზაში რომ კარგად ეთამაშათ ფეხბურთელებს შეიძლებოდა წარმატებისთვისაც მიგვეღწია. ვფიქრობ შეხვედრა ძალიან კარგი გამოდგა და ისეთ გრანდთან ნათამაშები ფრე როგორიც დინამო თბილისია ვფიქრობ  წინ გადადგმული ნაბიჯი არის.

გიორგი დევდარიანი - ეს დღე ჩვენთვის წაგების ტოლფასია და ვერანაირად ვერ ვიქნებით კმაყოფილნი ნაჩვენები შედეგით. კაცის გაგდებამ დაღი დაასვა დღევანდელ თამაშს, ამას დაემატა ის კურიოზული გოლიც და საბოლოოდ შეხვედრა ფრედ დასრულდა. საგოლე მომენტები რომ გამოეყენებინათ სტუმრებს, შეიძლებოდა გუნდს მოეგო კიდეც. საოცარია ის, რომ მერანს დეკემბრის შემდეგ თამაში მოგებული არ ჰქონია. ვინც დარჩა მოედანზე ყველამ ყველაფერი გააკეთა, ძალიან დასანანია ეს ფრე, თუმცა ვეცდებით დანარჩენ შეხვედრებში ეს ჩავარდნა ავინაზღაუროთ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024