დინამოს რიგებს ეროვნული ლიგის ბოლო წლების საუკეთესო ბომბარდირი - გიორგი გაბედავა შეემატა. 30 წლის ფორვარდი სხვადასხვა დროს გაგრას, მარიუპოლის, ბაიას, სამტრედიის, ბათუმის დინამოს, ჩიხურასა და სოსნოვიეცის ზაგლებიეს ღირსებას იცავდა, ბოლო სეზონი კი თავდამსხმელმა საბურთალოს რიგებში გაატარა. გიორგი გაბედავამ დინამოსთან 1.5 წლით გააფორმა კონტრაქტი.
ფორვარდი კარანტინში იმყოფებოდა და დიღმის ბაზაზე რეკომენდაციების სრული დაცვით, გუნდისგან იზოლირებულად ცხოვრობს და ინდივიდუალურად ვარჯიშობს. ორკვირიანი ვადის გასვლის შემდეგ კი განმეორებით ჩაუტარდება ტესტირება და მხოლოდ ამის შემდეგ შეუერთდება გუნდს.