• Geo
  • Eng
20.03.2012
სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა, 16 მარტს თბილისის დინამოსა და მარტვილის მერანს შორის გამართულ ეროვნული ჩემპიონატის პლეი ოფის მატჩზე იმსჯელა. დისციპლინარებმა დავით ოდიკაძეს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია და ჯარიმის სახით 400 ლარის გადახდა დააკისრეს. ამავე მატჩში, შეხვედრის 37–ე წუთზე გაძევებულ ირაკლი ძარია დისკვალიფიკაციის გამო ერთ მატჩს გამოტოვებს და ჯარიმის სახით 100 ლარს გადაიხდის.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024