• Geo
  • Eng
28.05.2020
ლევან ხარაბაძე დინამოში დაბრუნდა

საქართველოს ნაკრების 20 წლის მცველი ლევან ხარაბაძე მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა. მან წელიწადნახევარი იჯარის წესით შვეიცარიის ერთ-ერთ გამორჩეულ კლუბ ციურიხში გაატარა, სადაც 28 მატჩში ითამაშა და 1 გოლის გატანაც მოახერხა. ლევან ხარაბაძე დინამოს აკადემიის აღზრდილია. სანაკრებო დებიუტი კი გასულ წელს ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ჰქონდა, ასევე გიბრალტართან და სმ. კორეასთან ამხანაგურ მატჩებში მიიღო მონაწილეობა. ხარაბაძემ შემოდგომაზე ტრავმა მიიღო და მატჩების გამოტოვება მოუწია. იგი გუნდს უკვე შეუერთდა და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ინდივიდუალური პროგრამით განაგრძობს ვარჯიშს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024