• Geo
  • Eng
17.07.2020
დინამო - დილა | ურთიერთშეხვედრები

19 ივლისს დინამო არენაზე ეროვნული ლიგის მეექვსე ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართება, რომელშიც დინამო გორის დილას უმასპინძლებს. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.

ეროვნულ ასპარეზზე ეს გუნდები ერთმანეთს 67- ჯერ შეხვედრიან. ურთიერთშეხვედრებში დინამოს დიდი უპირატესობა აქვს - 48 შემთხვევაში გამარჯვება თბილისელებს დარჩათ, 13 შეხვედრა ფრედ დასრულდა და 6 თამაში გორელებმა მოიგეს. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 170/40 არის.

ყველაზე დიდი ანგარიშით დინამომ 2005 წლის 2 აპრილს იმარჯვა. XVI ჩემპიონატის ოცდამეექვსე ტურში გამართული შეხვედრა 9:0 დასრულდა. ასევე ცხრა ბურთი გავიდა 1993 წლის 16 ნოემბერს ჩატარებულ მატჩში. მეხუთე ჩემპიონატის მეთხუთმეტე სათამაშო დღეს თბილისელებმა 7 ბურთი გაიტანეს, გორელთა 2 გოლის საპასუხოდ. აღსანიშნავია, რომ სამჯერ დაფიქსირდა ხუთბურთიანი სხვაობა - 6:1 და ექვსჯერ 5:0, ხოლო ოთხ-ოთხჯერ შეხვედრა დასრულდა ანგარიშით 4:1, 4:0 და 1:1. ფრედ ჩატარებული შეხვედრებიდან ექვსი მატჩი უგოლოდ, სამი შეხვედრა კი 2:2 დასრულდა. გორის დილამ პირველად ჩვენს გუნდს 2012 წლის 15 სექტემბერს მოუგო (2:0). ბოლოს ეს გუნდები გორში 2019 წლის 24 ნოემბერს შეხვდნენ ერთმანეთს. მატჩი თბილისელთა გამარჯვებით 2:1 მორჩა. მასპინძლების ავტოგოლს (ლუკა რაზმაძე), მეორე ზუსტი დარტყმა ნოდარ ქავთარაძემ მიაყოლა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024