ბოლო წლებში ჩვენი გუნდი წარმოუდგენელია აკადემიის აღსაზრდელთა გარეშე, რომელთაც კლუბის წარმატებაში თავისი წვლილი შეაქვთ.
გვინდა წარმოგიდგინოთ დინამოელები და ასაკობრივი ნაკრების ლიდერები - 17 წლის ლუკა გაგნიძე და 18 წლის ირაკლი აზაროვი, რომლებიც ვარჯიშების განახლების შემდეგ დიღმის ბაზაზე ცხოვრობენ და პირველ გუნდთან ერთად სრულფასოვან წვრთნას გადიან.