დინამოს მეორე შემადგენლობამ ჩემპიონატის დაწყებამდე მოსამზადებელ პერიოდში მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა, რომელშიც თბილისის მერანის მეორე გუნდს დაუპირისპირდა. შეხვედრა მთლიანად ვლადიმერ კაკაშვილის გუნდის უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით, ანგარიშით 5-1 დასრულდა. გოლები აბუაშვილმა, გვიშიანმა, იობაშვილმა და ომარაშვილმა (2) გაიტანეს.
დინამო 2: ბერუაშვილი, მაისურაძე, ერაძე, ხვადაგიანი, კალანდაძე, მორჩილაძე, შალიკაშვილი, ლომინაძე, აბუაშვილი, ზურაბიანი, ახვლედიანი
მეორე ტაიმში შევიდნენ: ჯოჯუა, ზვიადაძე, არველაძე, სალუქვაძე, მირზიკაშვილი, ომარაშვილი, ოსიყმაშვილი, გაგნიძე, გვიშიანი, სიხარულაშვილი, იობაშვილი