დინამო არენაზე მერვე ტურის მატჩი შედგა, რომელშიც დინამომ საჩხერის ჩიხურა მიიღო. პირველი სახიფათო მომენტი მასპინძელთა მიერ მეხუთე წუთზე ჩაწოდებულ კუთხურს მოჰყვა, გადმოვარდნილ ბურთზე პირველი გიორგი პაპავა გაჩნდა, მისი დარტყმული კი ბოლო წამს მცველმა უკუაგდო. ხუთიოდე წუთში ბრაზილიელი პერნამბუკუს უძლიერესი დარტყმული გიორგი ბეგაშვილმა მოიგერი. მატჩი საშუალო რიტმში გაგრძელდა, დინამოელთა ტერიტორიული უპირატესობით, თუმცა რეალური საგოლე მომენტების გარეშე. მატჩის 34- ე წუთზე სტუმართა კონტრშეტევა არაზუსტი დარტყმით დასრულდა. თამაში იმავე რიტმში გაგრძელდა და პირველი ტაიმიც მორჩა. მეორე ნახევარი დინამომ ცვლილებით განაახლა, მოედანზე ანზორ მექვაბიშვილის ნაცვლად გიორგი კუცია გამოჩნდა. მატჩის 54- ე წუთზე ნოდარ იაშვილის მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთს თორნიკე კაპანაძემ შეაგება თავი, ბურთი კი ოდნავ აცდა ჩიხურას კარს. ცოტახანში უკვე თორნიკე კაპანაძის შეტევა მოედნის ცენტრიდან, მარცხენა ფრთიდან პერნამბუკუ ჩაერთო, რომელიც ერთ მეტოქეს კი გაცდა, თუმცა დარტყმულმა ბურთმა კარის ძელს გვერდით ჩაუარა. დინამოელთა იერიშები შედეგიანად საბოლოოდ 68- ე წუთზე დასრულდა. ზუსტი დარტყმა ხუთიოდე წუთით ადრე შეცვლაზე შემოსულმა გიორგი კუხიანიძემ ჩაიწერა აქტივში, რომელმაც ბუღრიძის მიერ გასროლილ ბურთს შედეგიანად დაამატა. 73- ე წუთზე გიორგი ბეგაშვილმა თავისი გუნდი მეორე გოლის გაშვებისგან იხსნა, ტექნიკუ დარტყმას ცხრიანში გიორგი კუცია ასრულებდა. მომდევნო შეტევაში ირაკლი ბუღრიძემ კარის ბადეს გარედან გაარტყა ბურთი. შეხვედრის დასრულებამდე ორი წუთით ადრე ბეგაშვილმა კიდევ ერთხელ იხსნა საჩხერელთა კარი, ამჯერად მეკარემ გიორგი კუხიანიძის უძლიერესად გასროლილი მოიგერია. საბოლოოდ მატჩი თბილისელებმა 1-0 მოიგეს და სატურნირო ცხრილში დაწინაურდნენ. მომდევნო შეხვედრას კახა ჩხეტიანის გუნდი 7 აგვისტოს თბილისის მერანთან ჩაატარებს.
დინამო 1-0 ჩიხურა
გოლი: 1-0 კუხიანიძე 68’
დინამო: კვასხვაძე, იაშვილი, ბენიო, ლოჩოშვილი, კობოური, მექვაბიშვილი (კუცია 46), პაპავა, ქავთარაძე, ბუღრიძე (აზაროვი 85), პერნამბუკუ (კუხიანიძე 63), კაპანაძე
ჩიხურა: ბეგაშვილი, მაჩაიძე, კაშია, ჯაფიაშილი, გვაზავა (ფოცხვერია 85), კახაბრიშვილი, წიქარიძე (ღავთაძე 79), კიკაბიძე, ჯავაშვილი, ჩიკვაიძე, ბუხაიძე (დეკანოიძე 75)
მსაჯი: დ. ხარიტონაშვილი