• Geo
  • Eng
29.03.2012
ჩისკო ჰოსპიტალს მალე დატოვებს

დინამო-დილას შეხვედრის ჩამთავრება დინამოელებს კაცნაკლული მოუწიათ. მატჩის ბოლო წუთებში ჩისკომ მოწინააღმდეგესთან შეჯახებისას გულ-მკერდის არეში დიდი ტკივილი იგრძნო და ჰოსპიტალიზირებულ იქნა ღუდუშაურის კლინიკაში, სადაც მას გამოკვლევებს უტარებენ.

p.s. გამოკვლევის შედეგად მედიკოსებმა ჩისკოს გულ–მკერდის არეს დაჟეჟილობა და თავის ტვინის მსუბუქი შერყევა დაუდგინეს. გეგმიური შემოწმების შემდეგ, სავარაუდოდ ჩვენი გუნდის ესპანელი ლეგიონერი დატოვებს ჰოსპიტალს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024