• Geo
  • Eng
29.03.2012
დინამო 0:0 დილა - მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

დინამო არენაზე გამართული დინამო 0:0 დილას დასრულების შემდეგ სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გაიმართა.

თემურ შალამბერიძე - დინამო ყოველთვის ძლიერი გუნდი იყო და დღესაც ძლიერი გუნდია. ვფიქრობ, რომ გიორგი დევდარიანის ხელში გუნდი ძალიან მალე კარგ ფეხბურთს ითამაშებს. შეხვედრის დებიუტში ზედმეტად ვფრთხილობდით, პირველი ტაიმის შემდეგ კი დავინახე, რომ გუნდს შეტევითი პოტენციალი გააჩნდა და შევუტიეთ კიდეც. იმედი მაქვს დილა ძალიან მალე კარგ, დალაგებულ და გამართულ ფეხბურთს ითამაშებს.

გიორგი დევდარიანი - პირველ რიგში ჩემს კოლეგას მივულოცავ მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნას. რაც შეეხება თამაშს, ვიტყვი, რომ დასანან ქულებს ვკარგავთ. ბოლო ორი დღე გოგიტა გოგუას ჰქონდა სიცხე და საეჭვო იყო მისი მოედანზე გამოსვლა. საბოლოოდ ფეხბურთელმა მოინდომა და შეძლო მოედანზე გამოსვლა. სამწუხაროდ ტრავმის გამო გამოგვაკლდა გიორგი მერებაშვილიც და შეტევაში კიდევ უფრო მოვიკოჭლეთ. ფაქტია, ძალიან ცუდი მემკვიდრეობა გვერგო, ნათელია გუნდს ფორვარდი არ ჰყავს, რაც ჩვენი შეტევების დამასრულებელ ფაზაში ნათლად ჩანს ხოლმე.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024