• Geo
  • Eng
03.08.2020
დინამო თბილისის განცხადება

რამოდენიმე დღის განმავლობაში სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოსდა რამოდენიმე დღის წინ წყნეთის გზაზე მომხდარი კრიმინალური თავდასხმა დაკავშირებულია საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის წილების თაობაზე მიმდინარე დავასთან. ასევე გავცელდა არასწორი ინფორომაცია თითქოსდა საფეხბურთო კლუბი დინამო თბილისი ჩართულია სასამართლო დავაში, რაც ორი ინსტანციის სასამართლოში დასრულდა საფეხბურთო კლუბ თბილისის დინამოს წინააღმდეგ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის წილებთან დაკავშირებით არ მიმდინარეობს რაიმე სახის სამართლებრივი ან კომერციული დავა არც საქართველოში და არც რომელიმე სხვა ქვეყნის იურისდიქციაში. ამის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. ამასთან, საფეხბურთო კლუბი დინამო თბილისი არ არის ჩართული რაიმე სახის სასამართლო დავაში, რაც შესაძლოა უკავშირდებოდეს წილების გადანაწილებას ან კლუბის მიმართ რაიმე უფლებების განხორციელებას. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია თითქოსდა საფეხბურთო კლუბი დინამო თბილისი ან მისი პარტნიორები ჩართული არიან სასამართლო დავაში, რომელიც ორი ინსტანციის სასამართლოში დასრულდა, არ შეესაბამება სინამდვილეს. კლუბი სრულად არის კონცენტრირებული საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშებზე, რათა მიმდინარე საფეხბურთო სეზონშიც შეინარჩუნოს საქართველოს ჩემპიონის ტიტული და მისი ერთგული გულშემატკივარი ევროპულ ასპარეზზე წარმატებული გამოსვლით გაახაროს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024