დინამო-2 აგრძელებს მზადებას და მორიგ ამხანაგურ შეხვედრაში ცხინვალს დაუპირისპირდა. აკადემიის მოედანზე გამართული მატჩი ვლადიმერ კაკაშვილის გუნდის უპირატესობით წარიმართა და მისივე გამარჯვებით 4-0 დასრულდა. გოლები ხვადაგიანმა, მორჩილაძემ, სიხარულაშვილმა და ქოჩაკიძემ გაიტანეს.
დინამო 2: ჯოჯუა, კვარაცხელია, ერაძე, ხვადაგიანი, მირზიკაშვილი, მორჩილაძე, გაგნიძე, ლომინაძე, გვიშიანი, ზურაბიანი, იობაშვილი
მეორე ტაიმი: ბერუაშვილი, ზვიადაძე, სალუქვაძე, მაისურაძე, მირზიკაშვილი, ომარაშვილი, ოსიყმაშვილი, შალიკაშვილი, ოდიშარია, სიხარულაშვილი, ქოჩაკიძე