ეროვნული ლიგის მეექვსე ტურში დინამომ დილას უმასპინძლა. მატჩი საინტერესო და დაძაბული გამოდგა. დინამოელებმა ანგარიში პირველ ტაიმში გახსნეს, 29-ე წუთზე ვახო სალიას გადაცემით გუნდის ახალწვეულმა ვასილიოს გორდეზიანმა ისარგებლა და საჯარიმოს ხაზიდან ლამაზი გოლი გაიტანა. მეორე ტაიმის დებიუტში იბრაჰიმ დრამემ წონასწორობა აღადგინა 1-1. მასპინძლებმა მეორე გოლი ლამაზი კობინაციით გაიტანეს - მატჩის 85-ე წუთზე გიორგი მოისწრაფიშვილის ერთი შეხებით გადაცემა, ოსკარ სანტისმა სწრაფი დრიბლინგით გააგრძელა, ბურთი ვახო სალიას გადააწოდა, რომელმაც ცხრიანში გაიტანა. სამიოდე წუთში კი შოთა შეყილაძემ გაათანაბრა და საბოლოო ანგარიში 2-2 დაფიქსირდა. მომდევნო შეხვედრას ანდრეს კარასკოს გუნდი 8 აპრილს ბათუმში, ადგილობრივ დინამოსთან გამართავს.
მატჩის ოქმი
ფოტოამბავი