დინამო 0:0 დილას შეხვედრის უკანასკნელ წუთებზე ჩვენი გუნდის ესპანელი ლეგიონერი, ჩისკო მუნიოსი მეტოქე გუნდის მეკარეს – მარინ სკენდერს შეეჯახა და დაშავდა, რის შემდეგაც იგი ჰოსპიტალიზირებული იქნა და გამოკვლევების შედეგად გულ–მკერდის არის დაჟეჟილობა და ტვინის შერყევა დაუდგინდა. ჩისკო ამ ეტაპზე თავს უკეთესად გრძნობს და გუნდის ოფიციალური ვებ–გვერდის მეშვეობით გულშემატკივარს სამადლობელი სიტყვით მიმართა.
ჩისკო – დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კლუბის პრეზიდენტს, დირექტორს, გუნდის მწვრთნელებს, ფეხბურთელებს, კლუბის ყველა თანამშრომელსა და ერთგულ გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის. ჩემთვის რთულ პერიოდში ნამდვილად არ მიგრძვნია თავი მარტოდ. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო გუნდის ექიმსა და თარჯიმანს, რომელთაც წუთითაც არ დავუტოვებივარ. იმედია მალე მოვახერხებ მოედანზე დაბრუნებას და დინამოს წარმატების მიღწევაში დავეხმარები.