• Geo
  • Eng
02.04.2012
დინამო 1:1 კოლხეთი – მატჩშისშემდგომი პრესკონფერენცია

დინამო არენაზე გამართული დინამო 1:1 კოლხეთის დასრულების შემდეგ  ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გაიმართა.

დავით მახარაძე – ვიცოდით, რომ ზედიზედ ოთხი ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ დინამოსთან თამაში განსაკუთრებულად  რთული იქნებოდა და ამისთვის მზად ვიყავით. დღევანდელი დაპირისპირება ისე წარიმართა, რომ ეს შედეგი ჩვენთვის მისაღებია. შეგვეძლო მოგება, თუმცა მატჩის მსვლელობიდნ გამომდინარე ფრე ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი შედეგია.

გიორგი დევდარიანი – ერთს ვიტყვი, რომ ეს ერთ–ერთი ეტაპი არის პირადად ჩემი განვითარების. როგორც ჩანს, მე რაღაცას ვაკლებ დინამოს და თუ კი დინამოსთვის უკეთესი იქნება,  მზად ვარ მთავარი მწვრთნელის პოსტი დღესვე დავტოვო. მე არ ვარ მიჩვეული ასე დარცხვენილ როლში ყოფნას და არ მინდა თავისმართლება. არავისში არ ვეძებ წარუმატებელი ასპარეზობის მიზეზს, ალბათ ჩემი ბრალია. თავად განსაჯეთ, თუ რატომ აჩვენებს დინამო ასეთ თამაშს. აღარ მინდა იმ მემკვიდრეობაზე საუბარი, რომელიც გუნდში დამხვდა. თუმცა იმედი მაქვს რომ დღე–დღეზე დინამო უკეთესად ათამაშედება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024