დინამო არენაზე გამართული მეორე ეტაპის მეხუთე ტურის შეხვედრა დინამოსა და კოლხეთს შორის ფრედ – 1:1 დასრულდა. სტუმრებმა ანგარიში შეხვედრის 56–ე წუთზე გახსნეს სტანდარტის შემდეგ, გოლი ომარ გოგონაიამ გაიტანა. ანგარიშის გაქვითვა დინამოელთაგან კი ჯაბა ჯიღაურმა შეხვედრის 85–ე წუთზე მოახერხა.
დინამო 1:1 კოლხეთი
გოლები: 0:1 გოგონაია 56, 1:1 ჯიღაური 85’
დინამო: ლორია, ტვილდიანი (იაგუე 61’), ხიზანეიშვილი, თომაშვილი, კვეკვესკირი, რეხვიაშვილი, ანდრეუ (ჯიღაური 57’), კოტო (ოდიკაძე 34’), ძარია, გოგუა, რობერტინიო
კოლხეთი: მიქაბერიძე, ფოფხაძე, ბოიომო, ლომაშვილი, გაბუნია, გოგონაია, ქებაძე, გვალია, დათუნაიშვილი (ცხადაია 86’), პავლიაშვილი (კილასონია 83 ), ტუღუში (ციცხვაია 70’)
გაფრთხილება: ტვილდიანი 29’ გოგუა 77’ ლომაშვილი 90’