დინამო - კოლხეთის შეხვედრას, რომელიც დინამო არენაზე გაიმართება არსენ ნონიკაშვილი განსჯის. უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც არსენ ნონიკაშვილმა იმსაჯა ბაია 0:0 მერანი არის. აღნიშნულ შეხვედრაში ნონიკაშვილმა მხოლოდ ერთი ყვითელი ბარათი აჩვენა.
ჩვენი გუნდის მონაწილეობით არსენ ნონიკაშვილმა უკანასკნელად მარტის თვეში იმსაჯა, როდესაც დინამო თბილისი გაგრას დაუპირისპირდა და 2:1 იმარჯვა. ხსენებულ მატჩში ნონიკაშვილმა ოთხი ყვითელი ბარათი უჩვენა მატჩის მონაწილე ფეხბურთელებს და ერთი პენალტი დინამოს სასარგებლოდ დანიშნა.