• Geo
  • Eng
19.07.2020
პირველი მარცხი ჩემპიონატში

დინამო არენაზე ეროვნული პირველობის მეექვსე ტურის ცენტრალური მატჩი შედგა, რომელშიც დინამომ გორის დილას უმასპინძლა. კახა ჩხეტიანმა ბოლო შეხვედრისგან განსხვავებით სასტარტო თერთმეტეულში რამდენიმე ცვლილება განახორციელა. ირაკლი აზაროვმა დაცვის მარცხენა ფრთაზე დაიკავა ადგილი, მოედნის ცენტრში გიორგი პაპავას ბაქარ ქარდავა შეუწყვილდა, შეტევის მარცხენა ფრთაზე ნოდარ ქავთარაძე დადგა, ხოლო ცენტრფორვარდის პოზიცია გიორგი გაბედავამ დაიკავა.

მატჩი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და პირველი სახიფათო მომენტი მე- 6 წუთზე შექმნეს, რადროსაც კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს დავით კობოური თავით გზავნიდა კარისკენ - ბურთი მეკარემ ხელებში გააქვავა. 23- ე წუთზე დინამოელთა შეტევა, გიორგი კუციამ ერთი შეხებით ბურთი გიორგი გაბედავას გადააწოდა, მისი ძლიერად დარტყმული კი ბოლო წამს ლუკა გუგეშაშვილმა კუთხურზე მოიგერია. საპასუხოდ ირაკლი ლექვთაძის დარტყმული როინ კვასხვაძემ უკუაგდო. სტუმრებმა შედეგიანი შეტევა 38- ე წუთზე წამოიწყეს, გიორგი ლაცაბიძის გადაცემით ანგარიში ნიკა გაგნიძემ გახსნა. მეორე ტაიმი დილას ფეხბურთელებმა აქტიურად დაიწყეს, შეცვლაზე შემოსული გიორგი ლაცაბიძის აქტიურობას დინამოელთა კართან კუთხური მოჰყვა. შეხვედრის 63- ე წუთზე დავით მაისაშვილმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა. ოთხ წუთში ირაკლი ბუღრიძეზე საჯარიმოში წესები დაარღვიეს, თერთმეტმეტრიანი კი გიორგი კუციამ ზუსტად შეასრულა 1-1. შეხვედრა დაიძაბა და მიჯრით სამმა ფეხბურთელმა მიიღო გაფრთხილება. დინამოელთა არაერთი შეტევის მიუხედავად საგოლე დარტყმამდე საქმე არ მისულა. სტუმრებმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროს ნუგზარ სპანდერაშვილის საჯარიმო დარტყმით მეორე გოლი გაიტანეს, ბურთი კარში მიკოლა კოვტალიუკმა გაიტანა 1-2 და თამაში ესეც დასრულდა. მომდევნო შეხვედრას დინამო სამტრედიაში 25 ივლისს გამართავს.

 

დინამო  1-2  დილა

 

გოლი: 0-1 გაგნოძე 38’  1-1 კუცია (პენ) 68’  1-2 სპანდერაშვილი 92’

გაფრთხილება: აზაროვი 17’  მაისაშვილი 47’  მაისაშვილი 63’  ბუღრიძე 69’  ქავთარაძე 72’  გუგეშაშვილი 73’  ახვლედიანი 80’  ლოჩოშვილი 83’  ტრუბოჩკინი 94’  ლაცაბიძე 95’

გაძევება: მაისაშვილი 63’

 

დინამო: კვასხვაძე, ტრუბოჩკინი, კობოური, ლოჩოშვილი, აზაროვი, პაპავა, ქარდავა (ბუღრიძე 59), კუცია (ზარია 85), ქავთარაძე (ახვლედიანი 74), პერნამბუკუ, გაბედავა

დილა: გუგეშაშვილი, გიორბელიძე (ლაცაბიძე 24), ხურცილავა, ნონდი, მარკოზაშვილი (სპანდერაშვილი 56), მაისაშვილი, ლექვთაძე (გორგიაშვილი 74), იენდიუნტი, გაგნიძე, კოვტალიუკი, ეტოუ

 

მსაჯი: ი. კვირიკაშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024