• Geo
  • Eng
06.04.2012
დინამო – მეტალურგს გიორგი ვადაჭკორია განსჯის

დინამო თბილისისა და მეტალურგის შეხვედრას, რომელიც დინამო არენაზე გაიმართება, გიორგი ვადაჭკორია განსჯის. ბოლო შეხვედრა, რომელიც გიორგი ვადაჭკორიამ ჩვენი გუნდის მონაწილეობით იმსაჯა, ფრედ დასრულებული – დინამო 1:1 ზესტაფონი არის.  აღსანიშნავია, რომ გიორგი ვადაჭკორია მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეორედ განსჯის დინამოსა და მეტალურგის შეხვედრას. დინამოსა და მეტალურგს შორის გამართული უკანასკნელი მატჩი, რომელშიც მთავარი მსაჯის ფუნქციებს გიორგი ვადაჭკორია ასრულებდა თბილისელთა გამარჯვებით – 2:0 დასრულდა.

დღევანდელ შეხვედრამდე გიორგი ვადაჭკორიამ ბოლოს დილა 4:2 მერანი იმსაჯა, სადაც მატჩის მონაწილე ფეხბურთელებს ოთხი ყვითელი ბარათი უჩვენა.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის, გიორგი ვადაჭკორიას მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

გიორგი ვადაჭკორია

დაბადების თარიღი: 1977 წლის 8 ივნისი

===========================================

უმაღლესი ლიგა - 66 თამაში / 251 ყვითელი / 14 წითელი / 13 პენალტი

უეფა.ევროპა ლიგა.საკვალიფიკაციო ეტაპი – 1 თამაში / 5 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U21.საკვალიფიკაციო ეტაპი – 1 თამაში / 6 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U17.საკვალიფიკაციო ეტაპი – 2 თამაში / 11 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

ყვითელ–წითელი არ უჩვენებია და პენალტი არ დაუნიშნავს მხოლოდ – 6 შეხვედრაში

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024