დინამო თბილისის 19 წლამდე შემადგენლობამ მესამე მატჩი გამართა და მესამე გამარჯვება მოიპოვა. ვალერი გაგუას გუნდი ზუგდიდს ესტუმრა და ადგილობრივ დინამოს 8 უპასუხო გოლით აჯობა. კონიაშვილმა და ჩხეტიანმა დუბლი შესრულეს, დანარჩენი ოლები მირზიკაშვილმა, ფარულავამ, ომარაშვილმა და სიხარულაშვილმა გაიტანეს. სამი ტურის შემდეგ მოქმედი ჩემპიონი სატურნირო ცხრილის სათავეშია და მომდევნო ტურში 30 აგვისტოს ვიტ ჯორჯიას უმასპინძლებს.
დინამოს აკადემიის მოედანზე რეგიონული ლიგის მატჩი ჩატარდა, რომელშიც დინამო-2 რუსთავის მეორე გუნდს მასპინძლობდა. მატჩი დედაქალაქელთა უპირატესობით წარიმართა და ვლადიმერ კაკაშვილის გუნდის გამარჯვებით 3-1 დასრულდა. გოლები რუსთაველთა კარში ზურაბიანმა (ორი) და ერაძემ გაიტანეს. დინამოელებს ორი მატჩიდან ორი მოგება აქვთ.
U19 დინამო ზუგდიდი 0-8 დინამო თბილისი U19
U19 დინამო: ჯოჯუა, მაისურაძე, სალუქვაძე, უგრეხელიძე, მირზიკაშვილი, ოსიყმაშვილი, ომარაშვილი, ფარულავა, სიხარულაშვილი, ქოჩაკიძე, ჩხეტიანი
სათადარიგო სკამი: მოდებაძე, ავალიანი, არველაძე, ცხოვრებაშვილი, ოდიშარია, კონიაშვილი
დინამო-2 3:1 რუსთავი-2
დინამო 2: ბერუაშვილი, კვარაცხელია, ერაძე, ხვადაგიანი, კალანდაძე, აზაროვი, ლომინაძე, გაგნიძე, მორჩილაძე, აბუაშვილი, ზურებიანი
სათადარიგო სკამი: შურღაია, ზვიადაძე, სალუქვაძე, ოსიყმაშვილი, გვიშიანი, ომარაშვილი