საქართველოს 19 წლამდე ნაკრები 29 აგვისტოს ჩათვლით შეკრებას გამართავს და ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. რამაზ სვანაძემ ნაკრებში დინამოს ახალგაზრდული გუნდიდან 7 ფეხბურთელს უხმო. ლუკა კუტალაძე, ზურაბ ერაძე, სანდრო კალანდაძე, ანზორ მექვაბიშვილი, ნოდარ ლომინაძე, ირაკლი აზაროვი და გიორგი აბუაშვილი ნაკრების სხვა წევრებთან ერთად გაივლიან მზადებას.