სამტრედიაში ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურის მატჩი შედგა, რომელშიც სამტრედიამ დინამოს უმასპინძლა. შეხვედრა სტუმრებმა თავიდანვე აქტიურად დაიწყეს. პირველი სახიფათო მომენტი მესამე წუთზე დაფიქსირდა, ნოდარ ქავთარაძის ჩაწოდებული ბურთი ხარიხას მოხვდა. ანგარიში მე- 17 წუთზე ნოდარ ქავთარაძემ ტექნიკური დარტყმით გახსნა, თბილისელთა ფლანგის შემტევმა ბურთი კოკა სეფიაშვილის კარის ცხრიანში გაახვია. სამიოდე წუთში დინამოელთა ბრაზილიელმა შემტევმა შორი მანძილიდან აიღო მასპინძელთა კარი. 22- ე წუთზე უკვე თორნიკე კაპანაძემ ჩაიწერეა აქტივში ზუსტი დარტყმა და დინამოელები სამი გოლით დააწინაურა. პირველ ტაიმში აღსანიშნავი აღარაფერი მომხდარა, მეორე ტაიმი კი ისევ სტუმართა უპირატესობით აღინიშნა. მატჩის დაწყებიდან ერთი საათის თავზე ნოდარ ქავთარაძემ დათო კობოურის პასით და უძლიერესი დარტყმით დუბლი გაიფორმა. თბილისელებს კიდევ შეეძლოთ გოლის გატანა, თუმცა შეხვედრაში მეტი გოლი აღარ გასულა და დინამომ ოთხი უპასუხო გოლით იმარჯვა. შემდეგ შეხვედრას ჩვენი გუნდი საჩხერის ჩიხურას წინააღმდეგ 1 აგვისტოს გამართავს.
სამტრედია 0- 4 დინამო
გოლი: 0-1 ქავთარაძე 17’ 0-2 პერნამბუკუ 20’ 0-3 კაპანაძე 22’ 0-4 ქავთარაძე 61’
გაფრთხილება: ყურბანოვი 32’
სამტრედია: სეფიაშვილი, რუხაია, კილასონია, კვირკვია (იმნაძე 68), კვირკვია, ახალაძე, ყურბანოვი, ინკუმი, დისი (ქოჩლაძე 59), პავიშიჩი, სამბუ, კერძევაძე (მესიაჩენკო 59)
დინამო: კვასხვაძე, იაშვილი, ბენიო, ლოჩოშვილი, კობოური, მექვაბიშვილი, პაპავა, ბუღრიძე (კუცია 58), ქავთარაძე, პერნამბუკუ (კუხიანიძე 73), კაპანაძე (გაბედავა 64)
მსაჯი: პ. მაჭარაძე