• Geo
  • Eng
09.08.2020
სერგო კოტრიკაძე – 84

1936 წელს დინამო თბილისის და ქართული ფეხბურთის ლეგენდარული მეკარე - სერგო კოტრიკაძე დაიბადა. კოტრიკაძემ დინამოში გატარებული 13 სეზონის მანძილზე (1957–1970) 315- ჯერ მოირგო თბილისელთა ფორმა. არის სსრკ- ს ჩემპიონატის 1964 წლის გამარჯვებული და გათამაშების სამგზის პრიზიორი 1959, 1962 და 1967 წლებში. 1962 წელს აღიარეს პირველობის საუკეთესო მეკარედ. იმავე წელს გახდა ჩილეში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე. ოთხჯერ შეიყვანეს 33 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში. აღიარებულია XX საუკუნის საქართველოს საუკეთესო მეკარედ. ღირსების ორდენის კავალერი 2011 წლის 3 მაისს გარდაიცვალა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024