• Geo
  • Eng
14.04.2012
ბაია 2:2 დინამო

ზუგდიდში, ბაიას ბაზაზე გამართული ეროვნული ჩემპიონატის მორიგი კალენდარული ტურის შეხვედრა მეტად უხვგოლიანი გამოდგა. ბაიასა და დინამოს შორის გამართული მატჩი ფრედ – 2:2 დასრულდა. შეხვედრაში ანგარიში მასპინძელთა ფორვარდმა, გიორგი გაბედავამ 22–ე წუთზე მოახერხა. პირველი ტაიმის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე მანვე ფაქტობრივად ცარიელ კარში მოახერხა გოლის გატანა და საკუთარ გუნდს ორბურთიანი უპირატესობა მოუტანა. შესვენების შემდეგ დინამოელებმა ჯერ შეხვედრის 56–ე წუთზე მოახერხეს ჩამორჩენის აღმოფხვრა – გოლი რობერტინიომ გაიტანა. შეხვედრის უკანასკნელ წუთზე დინამოელები მარცხისგან ირაკლი ძარიამ იხსნა – მისი შორეული დარტყმა ჯერ ძელს მოხვდა, შემდეგ კი მეტოქის კარის ბადეში გაეხვა. დინამოელებმა ზედიზედ მეშვიდე შეხვედრა დაასრულეს ფრედ.

ბაია: მაქაცარია, ტყემალაძე, გიორგი ქვარცხავა (პაჭკორია 58’), შონია, კუტალია, სიხარულია (აქუბარდია 84’), გაბედავა, ლომია (კუკავა 74’), აფაქიძე, ზურაბ ქვარცხავა, აკობია

დინამო: ლორია, თომაშვილი, კვეკვესკირი, ხიზანეიშვილი (ალვარო 54’), ხმალაძე (მუმლაძე 80’), ოდიკაძე, კოშკაძე, ძარია, კოტო, რობერტინიო, იაგუე (ჩისკო 52’)

გოლები: 1:0, 2:0 გაბედავა 22’ 40’ 2:1 რობერტინიო 56’ 2:2 ძარია 90’

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024