საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი მატჩი ლიხტენშტეინის წინააღმდეგ გამართა და მეტოქე ორი უპასუხო გოლით დაამარცხა. ზუსტი თამაშით თავი ნუგზარ სპანდერაშვილმა და დავით სამურკასოვმა გამოიჩინეს. ახალგაზრდა ჯვაროსანთა ძირითად შემადგენლობაში დინამოელებმა გიორგი კუციამ, ირაკლი აზაროვმა და ანზორ მექვაბიშვილმა იასპარეზეს, მეორე ტაიმში კი მოედანზე ირაკლი ბუღრიძეც შევიდა. შემდეგ მატჩს 21 წლამდე ნაკრები 9 ოქტომბერს შვეიცარიის წინააღმდეგ გამართავს.