დინამოს აკადემიის აღზრდილმა და ჩვენი გუნდის კაპიტანმა ნიკა ნინუამ დღეს თესალონიკის პაოკთან კონტრაქტი გააფორმა და 4 წლის მანძილზე ბერძნული კლუბის ღირსებას დაიცავს. ნინუ პაოკში დინამოს დარად 32 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. დინამო თბილისი მადლობას უხდის ნიკას დედაქალაქურ გუნდში გატარებული პერიოდისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალში.