19 აგვისტოს დინამო თბილისი უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის შეხვედრას თბილისში გამართავს. ჩვენი გუნდი ალბანურ ტირანას დინამო არენაზე უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 21.00 საათზე დაიწყება, ხოლო შეხვედრას ესტონელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.
მთავარი არბიტრი 40 წლის როომერ ტარაევი გახლავთ. მას ასისტენტობას ნეემე ნეემლაიდი და სანდერ საგა გაუწევენ. მეოთხე მსაჯი კარლს კოპელი იქნება.