რამდენიმე სპორტულმა გამოცემამ დინამოელები მე- 11 ტურის სიმბოლურ გუნდში დაასახელა. შეგახსენებთ, რომ ბოლო მატჩში, რომელიც ქუთაისში შედგა, ჩვენმა გუნდმა ბათუმელებს 3-1 მოუგო და ეროვნულ ჩემპიონატში ერთპიროვნულად გალიდერდა.
Live.ge- მ მე- 11 ტურის რჩეუულთა შორის 5 დინამოელი - გიორგი პაპავა, ბაქარ ქარდავა, გიორგი ზარია, ფილიპ ორშულა და გიორგი გაბედავა დაასახელა.
5 დინამოელი მოხვდა გაზეთ ლელოს რჩეულთა შორისაც: ნოდარ იაშვილი, გიორგი ქიმაძე, გიორგი ზარია, ბაქარ ქარდავა და გიორგი გაბედავა.
ასევე 5 დინამოელია ბლოგსპორტის სიმბოლურ გუნდშიც: დავით კობოური, გიორგი ზარია, ბაქარ ქარდავა, ფილიპ ორშულა და გიორგი გაბედავა.
ტურის მწვრთნელად სამივე საიტმა ჩისკო მუნიოსი დაასახელა.