• Geo
  • Eng
25.08.2020
გიორგი კუცია ეროვნულ ნაკრებში

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის C ჯგუფში 5 და 8 სექტემბერს ორ მატჩს გამართავს. ჯვაროსნები ტალინში ესტონეთის და თბილისში ჩრ. მაკედონიის ნაკრებებს შეხვდება. ვლადიმერ ვაისმა აღნიშნული მატჩებისთვის დინამო თბილისიდან ეროვნულ ნაკრებში გიორგი კუციას უხმო. ახალგაზრდული ნაკრების ლიდერისთვის ეროვნულ ნაკრებში გამოძახება სადებიუტოა. ჯვაროსნები მზადებას 31 აგვისტოდან შეუდგებიან.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024